სადამრიგებლო პროგრამა.
პედაგოგთა ათი მცნება
1. გიყვარდეს მთელი სულითა და გულით, თუ სიყვარული არ შეგიძლია, ნუ ასწავლი ბავშვებს.
2. ასწავლე სადად, უბრალოდ, ისე, რომ მთავარი არ გაგეფანტოს.
3. გაიმეორე, როგორც ბუნება იმეორებს, ვიდრე არ მიაღწევს სრულყოფილებას.
4. ასწავლე ისე, რომ გახსოვდეს მშვენიერება, რადგან იგი დედაა ყოველივესი.
5. იყავი გულანთებული. ლამპრები რომ აანთო, ცეცხლი უნდა გქონდეს გულში.
6. სული შთაბერე გაკვეთილს. ყოველ გაკვეთილს სული უნდა ედგას ცოცხალ არსებასავით.
7. იზრუნე შენი სულის ამაღლებაზე. რომ გასცე, უნდა გქონდეს.
8. გახსოვდეს, შენი პროფესია ხელობა კი არა, ღვთისმსახურებაა.
9. ყოველდღე, გაკვეთილის დაწყებამდე, საკუთარ სულში ჩაიხედე, წმინდა თუ გაქვს გული.
10. იფიქრე იმაზე, რომ ღმერთმა შენ დაგაკისრა ხვალინდელი დღის შექმნა.
გაბრიელა მისტრალი.
დამრიგელის მუშაობის მიზანი.
დამრიგებელი დაწყებითი კლასის მოსწავლეების ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. ჩემი როგორც დამრიგებლის მიზანია ჯანსაღი,ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე პიროვნების აღზრდა.სასწავლო პროცესის მართვა,მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების მონიტორინგი,მშობელთათვის მოსწავლეთა შედეგების გაცნობა.დამრიგებლის მუშაობა უნდა ემყარებოდეს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს და ხელს უწყობდეს მოსწავლეებში გონებრივი და ფიზიკური უნარების განვითარებას, ჯანსაღი ცხოვრების სტილის დამკვიდრებას,უვითარებდეს მათ ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმრებოდეს ოჯახს საზოგადოებასა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში.
დამრიგებლის
მუშაობის პრინციპები.
ჩემი როგორც დამრიგებლი საამღრზდელო მუშაობა უნდა ემყარებოდეს შემდეგ პრინციპებს.
- აღრზდის მთლიანობა.----სააღმრზდელო მუშაობა მიმართული უნდა იყოს პიროვნების ფიზიკური,ფქსიქიკური,სოციალური და სულიერი განვითარებისაკენ.საამღრზდელო მუშაობის მთავარი პრინციპი ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანსაღი მოქალაქის აღზრდაა.
- შემოქმედებითი,აქტიური პიროვნების აღზრდა.---ყველა ბავშვი უნიკალურია.ისინი ერთმანეთისაგან ნიჭითა და შესაძლებლობებით განსხვავდებიან, ამიტომ როგორც დამრიგებელმა უნდა შევძლო მათში ნიჭისა და ძლიერი მხარეების აღმოჩენა ,მოსწავლის შინაგანი ძალების აქტივაცია.ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის პირობების შექმნა.
- მოსწავლეთა ჩართულობა .----მოცემული პრინციპი ხელს უწყობს მოსწავლეებში პასუხისმგებლობის და ვალდებულებების გრძნობის განვითარებას. როგორც დამრიგებელმა მოსწავლეთა ჩართულობა უნდა ვუზრუნველყო სასკოლო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი აქტივობების (ზეიმები,ლაშქრობები,ექსკურსიები) დაგეგმვისა და წამოჭრილი პრობლემების მოგვარების გზით.მაქსიმალურად უნდა მოხდეს მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინება.აგვარი ჩართულობა მოსწავლეებს ,დამოუკიდებელ ცხოვრებაში წამოჭრილი სირთულეების მოგვარების უნარ-ჩვევებს გამოუმუშავებს და ხელს შეუწყობს თავისუფალი პიროვნების ფორმირებას.
- თანამშრომლობის პრინციპი.----ჩემი როგორც დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობითი ურთიერთობის,ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთნდობის პრინციპს.დამრიგებლის მუშაობა მიმართული უნდა იყოს მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებასთან დაკავშირებული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა და მათთვის სათანადო პირობების შექმნისაკენ.
- ბავშვის უფლებებისა და მოვალეობების დაცვის პრინციპი.---როგორც დამრიგებელმა ხელი უნდა შევუწყო მოსწავლეებს საკუთარი და სხვისი უფლებებისა და მოვალეობების გაცნობიერბასა და დაცვაში.
- მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში.---როგორც დამრიგებელი ვითანამშრომლებ თითოეულ მშობელთან და მაქსიმალურად ვიზრუნებ მათ სასკოლო ცხოვრებაში ჩართვაზე.
სადამრიგებლო საათის თემები:
მიმართულება
პიროვნული და მორალური
განვითარება
N
|
თემები
|
შეხვედრების
რაოდენობა
|
შენიშვნა
|
|
1
|
რას ნიშნავს იყო მეორეკლასელი?
რით განსხვავდებით პირველკლასელებისგან?
ჩვენ ვიცით წერა, კითხვა,
ანგარიში) ზაფხულის შთაბეჭდილებები.
|
1 შეხვედრა
|
||
2
|
საკლასო წესების შემუშავება.
რომელი წესების დაცვა გვეხმარება სწავლაში?
|
2 შეხვედრა
|
თემას ვუბრუნდები სისტემატურად.
ვაფასებ რამდენად კარგად იცავენ ბავშვები წესებს, ასევე აღვრიცხავ როდის იცავენ,
როდის არ იცავენ და საბოლოოდ ამას მოჰყვება მოსწავლეთა წახალისება - დაჯილდოვება
|
|
3
|
ემოციები, რომლებიც თან ახლავს სხვადასხვა საქმიანობას:
საკონტროლო წერას, გამოკითხვას და ა. შ.
|
1 შეხვედრა
|
თემას ვუბრუნდები საჭიროებიდან
გამომდინარე
|
|
4
|
თვისებები, რომელთა გამოც
ვირჩევთ მეგობრებს; ადამიანური თვისებები; თვისებები, რომლებიც აუცილებელია მეგობრობისა
და სწავლისათვის; თვისებები, რომლებიც ხელს გვიშლის სწავლასა და მეგობრობაში.
|
1-2 შეხვედრა
|
თემას ვუბრუნდები საჭიროების
შესაბამისად
|
|
5
|
იდეალური მეგობრისა და
მოსწავლის პორტრეტი. როგორი ვარ მე? ავტოპორტრეტი თვისებებით (მოსწავლის შემთხვევაში
მნიშვნელოვანია აქცენტი მონდომებასა და შრომისმოყვარეობაზე).
|
2 შეხვედრა
|
თემას ვუბრუნდები საჭიროების
შესაბამისად
|
|
6
|
მეგობრობა, მეგობრობის
უნარი.
|
1 შეხვედრა
|
თემას ვუბრუნდები საჭიროების
შესაბამისად
|
|
7
|
ადამიანებს შორის მსგავსება
და განსხვავება. სამყარო, სადაც ყველა ერთმანეთს ჰგავს. დადებითი და უარყოფითი მხარეები.
|
1 შეხვედრა
|
||
8
|
ადამიენების დახმარება, ალტრუიზმი; როგორ ვეხმარებით
სხვებს? ჩვენ როგორ გვეხმარებიან?
|
2 შეხვედრა
|
თემას ვუბრუნდები საჭიროების შესაბამისად
|
|
9
|
მეორეკლასელის სირთულეები სკოლაში - სირთულეების
„სკივრი“. მაგ., ზოგისთვის რთულია გაკვეთილზე წყნარად ჯდომა, ზოგისთვის - კარნახით
წერა..
|
2 შეხვედრა
|
თემას ვუბრუნდები საჭიროების შესაბამისად
|
|
10
|
მეორეკლასელის შესაძლებლობები - შესაძლებლობათა „სკივრი“.
|
1-2 შეხვედრა
|
||
11
|
სახლში ან მეგობრებთან
წამოჭრილი სირთულეები: ტყუილები, ნივთების დაუკითხავად აღება, მოუთმენლობა, სიფიცხე.
|
1-2 შეხვედრა
|
თემას ვუბრუნდები საჭიროების შესაბამისად
|
|
12
|
სირთულეების დაძლევის გზებზე ფიქრი, სტრატეგიების
შემუშავება, კონფლიქტების მოგვარება.
|
2-3 შეხვედრა
|
თემას ვუბრუნდები საჭიროების შესაბამისად
|
|
13
|
ქცევის წესები, ეტიკეტი: დაბადების დღისთვის - საჩუქრის
შერცევა, გადაცემა, ან საჩუქრის მიღება; სუფრაზე, თეატრსა თუ კინოში ქცევის წესები.
|
2-3
შეხვედრა
|
||
მიმართულება
უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ - პატრიოტული ცნობიერება
N
|
თემები
|
შეხვედრების რაოდენობა
|
შენიშვნა
|
1
|
მავნე ჩვევების საფრთხე შინ და გარეთ. საყოფაცხოვრებო
ტექნიკის დაუკითხავად გამოყენება, შესვენების დროს კიბეებზე სირბილი.
|
1 შეხვედრა
|
თემას ვუბრუნდები საჭიროების შესაბამისად
|
2
|
უსაფრთხოება
- მშობლების, მეგობრების მისამართის ცოდნის
აუცილებლობა, ქუჩაში მოძრაობისა და ტრანსპორტით სარგებლობის წესები.
|
1-2 შეხვედრა
|
|
3
|
ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის მქონე ადგილები,
ძეგლები, მოვლენეი.
|
3 შეხვედრა
|
ამ თემას მოსწავლეები სხვადასხვა საგნის გაკვეთილებზეც
ეხებიან. ამიტომ, მსგავს საკითხებზე საგნის პედაგოგთანაც ვისაუბრებ ექსკურსიის დროს
|
4
|
ქალაქის, სოფლის, ქვეყნის გამოჩენილი პიროვნებები.
|
2 შეხვედრა
|
მიმართულება
გარემოსდაცვითი კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი
N
|
თემები
|
შეხვედრების რაოდენობა
|
შენიშვნა
|
1
|
გარემოს სისუფთავეზე ზრუნვა ( კლასის, ეზოს, ქუჩის
მოფრთხილება), ხეების მოვლა
|
1 შეხვედრა
|
თემას ვუბრუნდები საჭიროების შესაბამისად, თემას ეხებიან
ბუნების გაკვეთილზეც.
|
2
|
საკუთარი
ჯანმრთელობა, როგორც ფასეულობა; ფიზიკური და სულიერი სიჯანსაღე.
|
1-2 შეხვედრა
|
|
3
|
დღის რეჟიმი, დასვენებისა და სასწავლო პროცესის დროს
განსხვავებული საქმიანობები, მათი დაგეგმვის აუცილებლობა.
|
2-3 შეხვედრა
|
თემას მოსწავლეები სხვადასხვა საგნის გაკვეთილებზეც
ეხებიან. ამიტომ, მსგავს საკითხებზე საგნის პედაგოგთანაც ვისაუბრებ ექსკურსიის დროს
|
4
|
ჯანსაღი ცხოვრების წესი, სპორტი, სასარგებლო პროდუქტები,
დროულად დაძინება, კომპიუტერის გამოყენებისა და ტელევიზორის ყურების რეგლამენტი.
|
2 შეხვედრა
|
მიმართულება
თვალსაწიერის გაფართოება
N
|
თემები
|
შეხვედრების რაოდენობა
|
შენიშვნა
|
1
|
არდადეგებზე შეძენილი ცოდნა, წაკითხული წიგნები.
|
1 შეხვედრა
|
No comments:
Post a Comment