Friday, April 14, 2023

პროექტის რეფლექსია

 რეფლექსია

    2023 წლის მარტის ბოლოს  აპრილის თვეში - სსიპ ქალაქ თბილისის 179 საჯარო სკოლის Iდ კლასში  განხორციელდა  პროექტი  ,,იაკობ გოგებაშვილი და დედაენა’’. პროექტის ძირითადი მიზანია,  მოსწავლეები გაეცნონ იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიას და მის უკვდავ ,,დედაენას’’. გაუღრმავდეთ კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარი.

     თავდაპირველად პროექტის იდეა განვიხილე მოსწავლეებთან ერთად, დასაწყისში ჩატარებული გამოკითხვა დამეხმარა გამეგო რა საჭირო ინფორმაციას ფლობდნენ ,,იაკობ გოგებაშვილის’’ და მისი შექმნილი ,,დედაენის’’ შესახებ.  აღმოჩნდა, რომ მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია, დედაენა ყოველი ჩვენგანის წიგნია, მითუმეტეს როდესაც საქმე პირველკლასელებს ეხება. ისინი ხომ სწავლების ახალ საფეხურზე დგანან და მათი პირველი წიგნიც  ,,დედაენა’’ გახლავთ, ამიტომ აქტუალურად მივიჩნიე პროექტის განხორციელება აღნიშნულ თემაზე.  მოსწავლეები ძალიან ბევრს გაიგებენ უნიკალური წიგნის ,,დედაენის’’ შესახებ, გაიღრმავებენ ცნობიერების დონეს  იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიას შესახებ, და დარწმუნდებიან იმაში რომ ,,ენა დედაა ერისა’’. გამოიმუშავებენ თანამშრომლობით და საკომუნიკაციო უნარებს. შეიყვარებენ და დაიცავენ ენის სიწმინდეს.

   დავსახეთ ისეთი აქტივობები, რომლებიც დაგვეხმარებოდა პროექტის განხორციელებაში. შევადგინეთ სამოქმედო გეგმა.

   საინტერესოდ წარიმართა მოსამზადებელი სამუშაოები, პროექტი დაიყო ექვს ეტაპად.

   სამუშაო გეგმის შემუშავების შემდეგ,  გაიმართა ფილმის ჩვენება მთელი კლასისთვის, რის შემდეგაც ზეპირი, ღია კითხვების მეშვეობით ჩატარდა დისკუსია.  მოსწავლეები დაიყვნენ ორ ჯგუფად,  პირველი ჯგუფი იმყოფებოდა სკოლის ბიბლიოთეკაში, სადაც მოიძიეს იაკობ გოგებაშვილისძველი ძველი წიგნები.  მეორე ჯგუფმა სთხოვა ოჯახის წევრებს , გაიხსენონ და მოუყვნენ , თუ რომელი ,,დედაენის’’ წიგნით სწავლობდა მათი თაობა. გიმართა მოძიებული ინფორმაციის პრეზენტაცია.  

   დაგეგმილი იყო ექსკურსია ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლმუზეუმში, უამინდობის გამო მოგვიწია ვიზიტის გადადება. აქტივობა ჩავანაცვლეთ, მოვიწვიეთ ქართულის მასწავლებელი და გავესაურეთ მას.  

   მოსწავლეებმა დაამზადეს ბუკლეტები ,  დედაენის მიხედვით დაასურათეს ანბანი.  პროექტის დასასრულს მოეწყო ძველი დედაენის წიგნების  გამოფენა  და მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავისი ცოდნის პრეზენტაცია. ბუკლეტები დაურიგეს სხვა კლასის მოსწავლეებს.

   მოსწავლეებმა სურვილი გამოთქვეს , რომ მომავალ სასწავლო წელსაც განვახორციელოთ მსგავსი სახის პროექტი.

   პროექტის მიზანი და შედეგი მიღწეული იქნა. მის ძლიერ მხარედ ეს მიმაჩნია. მომავალში გავითვალისწინებ მიღებულ გამოცდილებას.


                                                                     ეკა კილასონია

                                                                       14. 04 .2023
























No comments:

Post a Comment

ანბანის გაცილება