Monday, October 31, 2022

I დ კლასი, ანბანის შემობრძანება

 ანბანის შემობრძანება

გაკვეთილის  გეგმა :    და  ა  ასო-ბგერები

საგანი/ პედაგოგი - ქართული ენა / ეკა კიასონია

სწავლების საფეხური -დაწყებითი / I კლასი

მოსწავლის პროფილი - 21 მოსწავლე. არცერთი არ საჭიროებს განსაკუთრებულ

                                            მიდგომას.

გაკვეთილის მნიშვ.და აქტუალობა- მოსწავლე იწყებს ანბანის გაცნობას, წერა-

                                           კითხვის შესწავლას. აანალიზებს  წერა-კითხვის შესწავ-

                                           ლის საგანმანათლებო  მნიშვნელობას.

გაკვეთილის მიზანი და მისაღწევი შედეგები:

                                           -საზეიმო განწყობის შექმნა, რათა ეს გაკვეთილი განსაკუთ-

                                            რებით დასამახსოვრებელი იყოს ბავშვებისათვის.

                                           -ი  და ა ასოების გაცნობა , მათი კითხვა და წერა.

                                           -მეტყველების განვითარება , ლექსიკური მარაგის გამდიდ-

                                           რება

                                           -აზროვნების განვითარება

                                           -გრაფიკული ჩვევების ფორმირება

წინარე   ცოდნა -   ბავშვებმა იციან,  რომ  ,,დედაენა“ შეადგინა  იაკობ გოგებაშვილმა;

                                 იციან ლექსები იაკობზე, ,,დედაენაზე“

გამოყენებული სასწ.მასალა და ტექნიკური რესურსები:

                                           სახელმძღვანელო, რვეული, დაფა, ცარცი, კომპიუტერი,

                                           პროექტორი, ბუკები, ხელოვნური იები, ანბანის მატარებელი

შეფასების საგანი და პროცედურები- კომენტარები, დაკვირვება

 

 

 

 

გაკვეთილის   სცენარი

 

       დაახლოებით ერთი თვის წინ, თქვენ პირველად შემოდგით ფეხი ამ სკოლაში-ცოდნის ტაძარში, სადაც უნდა ეზიაროთ ტკბილქართულს, უნდა გაეცნოთ და დაუმეგობრდეთ ულამაზეს, დახვეწილ ქართულ ანბანს, შეიყვაროთ წიგნები, მერე კი მთის კამკამა წყაროსავით წამოვა წყურვილი ცოდნის, გაჰყვება ნაკადულს, შეუერთდება მდინარეებს და გავა სიბრძნის დაულეველ ზღვაში.

        ბავშვებო, როგორც კი ფეხი შემოდგით თქვენ სკოლაში, პირველი ლექსი ჩვენ სამშობლოზე ,საქართველოზე ვისწავლეთ. ვის ახსოვს ეს ლექსი?

          -სულ იხარე, იდღგრძელე,

           გულნათელო, გზანათელო,

           ჩვენო ტკბილო, დიდო დედავ,

           საყვარელო საქართველო.

           საქართველოზე ჩვენ კიდევ ვისწავლეთ ლექსები.აბა, გავიხსენოთ:~

           -ამ სიყვარულს რომ არ უჩანს ბოლო,

           სად გაგონილა გრძნობა ამხელა,

           იქნებ იმისთვის მიყვარხარ მხოლოდ,

           რომ საქართველო გქვია სახელად.

 

          -გვიყვარს როგორც იავნანა,

          როგორც ტკბილი ზრაპარი,

          საქართველოს ცა და მიწა,

           საქართველოს მთა-ბარი.

                   იგი ქვეყნის თვალი არის,

                   ზურმუხტ-ლალი ჰფენია,

                   ალაგ -წითელ, ალაგ-ყვითელ,

                   ალაგ ალისფერია.

            -ერთი ციდა ხარ, ჩემო მამულო,

            ამ გულში მართლაც რომ დამეტევი,

            ბედნიერი ვარ, ბედმა მარგუნა,

            შვილი ვარ შენი ბაღი ედემის.

            მე ვფიქრობ, რომ ჩვენს ბავშვებს, ამ პატარა ქართველებს მართლაც გულით უყვართ სამშობლო.ხომ ასეა, ბავშვებო? გიყვართ თქვენი სამშობლო? რადგან ასე ძალიან გვიყვარს ჩვენი სამშობლო, მაშ, მოდით მოვისმინოთ და გავაანალიზოთ ასეთი წინადადება:

             მე მიყვარს ჩემი სამშობლო.

             - რამდენი სიტყვაა?

             - რომელია I-?; II-?;  III-?; IV-?

            რადგან ჯერ წერა-კითხვა არა ვიცით , მოდით,  ეს წინადადება დაფაზე გამოვსახოთ გრაფიკულად,უჯრების დახმარებით

                                    .

             - რა დავწერეთ წინადადების ბოლოს?

             - რას აღნიშნავს წერტილი?

             - რას აღნიშნავს თითოეული ,,უჯრა“?

             ეხლა დავმარცვლოთ სიტყვა -სამშობლო (ტაშით)

             - რამდენი მარცვალია?

             - რომელია I-?; II-?; III-?

             მოდით, დამარცვლით გამოვსახოთ იგი დაფაზე.

                                 

             -რას აღნიშნავს  თითოული ,,უჯრა“?

             - დავმარცვლოთ

             - რამდენი მარცვალია?

             - რომელია I-?; II-?;

              - დამარცვლით გამოვსახოთ იგი დაფაზე.

           - დავმარცვლოთ სიტყვა - მე.

           - რამდენი მარცვალია?

           - რატომ? (იმიტომ,რომ 1 ხმოვანია)

           - რომელია ხმოვანი?

           - რამდენი ხმოვანია ქართულში?  დავასახელოთ ხმოვნები

           რადგან ჯერ წერა-კითხვა არ ვიცით წინადადებას, სიტყვას, ბგერას გამოვსახავთ უჯრების დახმარებით, მაგრამ დროა შევისწავლოთ წერა-კითხვა.წერა-კითხვას კი ამ წიგნის,  ,,დედაენის“ საშუალებით შევისწავლით.

          ,,დედაენა“ უძვირფასესი წიგნია მთელ წიგნთა ყვავილეთში. ,,დედაენა“ ბუნების გამოღვიძების მახარობელია.დაუკვირდით სახელწოდებას-,,დედაენა“-ქართველმა კაცმა იგი ყველაზე ლამაზ, ძვირფას, საყვარელ  ადამიანთან, დედასთან, გააიგივა, იმიტომ,რომ ,,დედაენა“ ისეთივე საყვარელი და ახლობელია ყველა ქართველისათვის,როგორც დედა. იცით, ბავშვებო, ქართველებმა ამ წიგნს ძეგლი დაუდგეს.დიახ, ძეგლი. ჩვენ ვიცით, რომ ძეგლს უდგამენ გამოჩენილ ადამიანებს, მწერლებს, პოეტებს, თეატრისა და კინოს  გამორჩეულ მსახიობებს, მეცნიერებს და საზოგადო მოღვაწეებს, მაგრამ ქართველმა ხალხმა ძეგლი წიგნს-,,დედაენას“ დაუდგეს. ეს ერთადერთი განუმეორებელი  შემთხვევაა მთელ მსოფლიოში.ეს მხოლოდ საქართველოში მოხდა! ეს მხოლოდ ქართველებმა მოიფიქრეს, ეს ქართული  ,,დედაენის“ უკდავყოფაა.  ამ უკვდავ წიგნზე უამრავი რამ დაწერილა და თქმულა. უამრავი ლამაზი ლექსი მიუძღვნეს ჩვენმა შესანიშნავმა პიეტებმა. ზოგიერთი მათგანი ჩვენც შევისწავლეთ.აბა, ვინ გაიხსენებს?

           -,,დედაენა“ სიბრძნის წიგნი,             - ,,დედაენას“  ისწავლი,

            მოჩუხჩუხე ცხრა წყარო,                     ენა  დაგიშაქრდება,

            აი ია, აი თითი,                                    თურმე  ცოდნის ლამპარი

             აი, მთელი სამყარო.                           არასოდეს  ჩაქრება.

            

             -,,დედაენა“ ერთია,                          ,,დედაენის“  შვილია

             ,,დედაენა“ ღმერთია,                       რუსთაველი, ილია,

             დედასავით თბილია,                      ტატო, გალაქტიონი

              დედასავით  ტკბილია.                   მისი  გამოზრდილია.

                  ,,დედაენის“  წყალობით            - ჩვენი წიგნი, ჩვენი დედა,

                   ცოდნის გზა  გახსნილია,           ჩვენი ენა ქართული,

                   ,,დედაენა“  მშობელი                  ოქროსხმიან  სიმებად

                   დედასავით  ტკბილია.              გულში  ამოხლართული.

                   როდესაც  ჩვენ  პირველად  გავეცანით  ჩვენს  სახელმძღვანელოს , როდესაც  პირველად  ვათვალიერებდით  ,,დედაენას“, მაშინ ვთქვით, რომ ,,დედაენა“ შეადგინა- ვინ?  დამეხმარეთ

                     -ვინ იცის  ლექსი   იაკობზე?

                      -იაკობმა  კარგმა  ძიამ                 ამირანის   ცეცხლი  ასდის

                       გვისახსოვრა  ,,დედაენა“,          შენი  დედაენის  კოცონს,

                       პატარების  ჟრიამული               საქართველოს  ბრძენო  ძიავ,           

                        იყო მისი  შვება, ლხენა.            მინდა  შუბლი  დაგიკოცნო.

                        ბავშვებო, ჩვენ დღეს გვაქვს  ზეიმი, დღეს  ჩვენ  ვიწყებთ  წერა-კითხვის  შესწავლას.  დღეს  პირველად  მობრძანდება  ჩვენთან ქართული ანბანი.  ეს  ყველას  ძალიან  გვიხარია.ეს  სიხარული  რომ  გამოგვეხატა ჩვენ ერთი ძალიან  ლამაზი და კარგი  სიმღერა  ვისწავლეთ.

                      დღეს  ჩვენთან ისე ლამაზი         დღეს  ჩვენთან  უძვირფასესი

                       ნანატრი დღე  თენდებაო,           სტუმრის მოსვლის დღე დგებაო, 

                       მზეც ამოსულა  საჭვრეტად,       გზად  ია-ვარდი დაჰფინეთ,

                       ფეხის წვერებზე დგებაო.            ანბანი  მობრძანდებაო.

                        ბავშვებო, ჩვენ ბევრი  რამ  ვისწავლეთ, მაგრამ ეს არის  წვეთი ზღვაში, ჩვენ უამრავი რამ დაგვჩა  სასწავლი, მოდით,ერთად  ვუთხრათ  სტუმრებს  რას  ვპირდებით  (ერთად)

                        ლაღად  ვივლით   ცოდნის  გზაზე,

                        მერე  ცამდეც  შევძლებთ  ფრენას,

                        წინ-წინ  ლამპრად  წაგვიძღვება

                        მშობლიური   ,,დედაენა“

                        ახლა კი ყველამ  ერთად  გავიხაროთ  და გზა  დავულოცოთ  ქართულ  ანბანს

                         -ჩვენი  გული  გელოდა,

                         სიხარულის  მჩენი,

                         იყოს   ფეხბედნიერი

                         მობრძანება   შენი.

                         (  კედელზე  გაკრულია  სურათი  -ია, დედა, ბავშვები )

                         -შევხედოთ  სურათს,რა ხატია  სურათზე- ია.  -როგორი  ყვავილია ია?

                         -ნაზი, სურნელოვანი, ლურჯთვალება, ლამაზი, გაზაფხულის მახარობელი, მინდვრის  ყვავილი

                          (პროექტორის  საშუალებით  ვუჩვენებ  იის  სურათებს. ვესაუბრები მათი  ნაირსახეობის  შესახებ- იისფერი, ჭრელი, თეთრი,  სამფერა....500-მდე  სახეობა)

                          იას  სამკურნალო თვისებებიც  აქვს.  წინათ, ბავშვებს  იისა  და  ვარდის  კონებით  სავსე ოთახში  აძინებდნენ.

                         ჩვენ  სიმღერაც  შევისწავლეთ  იაზე. მოდით, ვუმღეროთ  სტუმრებს.

                       რა ყვავილს ვგავარ თუ იცით?     ბაღში ვარ, ხელით მატარებს 

                       კარგად  შემხედეთ,  აბა ,               ჩვენი მებაღე  ძია,

                        ცისფერი  ქუდი  მახურავს,        თავზე  პეპელა  მაზის  და...

                        მაცვია  ლურჯი  კაბა.                  იცით? მე ია  მქვია.                  

                       დააკვირდით   მეორე   სურათს. -  ვის  ვხედავთ  სურათზე?  დავარქვათ  ბავშვებს  სახელები. - სად  არიან  ისინი?  რას  აკეთებენ? -როგორ  ფიქრობთ, წელიწადის  რომელი  დროა აქ დახატული? - რატომ  ფიქრობთ ასე? - მეორე  სურათზე  რას  ხედავთ? - ვის  მიუტანეს  ბავშვებმა დაკრეფილი იები?  - როგორი  სახე აქვს  დედას?  - როგორ ფიქრობთ რას ეუბნებიან ბავშვები  დედას?

                      მოდით, ამ სურათის მიხედვით  შევადგინოთ ოთხსიტყვიანი წინადადება,მასში  აუცილებლად  უნდა იყოს  სიტყვა-  ია.

                      ბავშვებმა  დედას  ია  მიართვეს.

                      -   სიტყვიანია?  რომელია  I სიტყვა?    II-?       III-?     IV-?

                      ეს  წინადადება  გამოვსახოთ  დაფაზე  გრაფიკულად   უჯრების  დახმარებით.                                                             .

                       გავიმეოროთ  სიტყვა  ია ( წარმოვთქვამთ  დამარცვლით  ი-ა

                  -რამდენი  ბგერა  გესმით?  რომელია   I  ბგერა?  II-?, როგორი  ბგერებია  ისინი  ხმოვანი  თუ  თანხმოვანი?

                   -გამოვსახოთ  ეს  სიტყვა  დაფაზე. კვადრატები  უნდა გამოვიყენოთ თუ  წრეები? რამდენი   წრე  დაგვჭირდება? პირველი  წრე  რომელ  ასო-ბგერას აღნიშნავს?  მეორე? დავმარცლოთ ი-ა. რამდენი  მარცვალია?  რატომ?

                   მოვიფიქროთ  სიტყვები, რომლებიც: ა) ი/ა ასო-ბგერით იწყება; ბ) ი/ა ასო -ბგერით მთავრდება, რომლებიც ,,ია“-თი იწყება (იამზე, იასამანი, იადონი...)

                  ჩვენ  გადავწყვიტეთ  შევისწავლოთ  წერა-კითხვა, ამიტომ  უჯრები  აღარ  გვჭირდება (ვშლით).მოდით, ახლა გავიცნოთ  ეს ასო- ბგერები. (მოძრავი ანბანიდან ვაჩვენებთ ი  და ა  ასოებს, ბავშვები  თავადაც  მოძებნიან  ასოებს  და აჩვენებენ ერთმანეთს. ადგენენ  სიტყვას  ,,ია“. აანალიზებენ  რამდენი  ასოა,  რამდენი  მარცვალი. საკუთარ  კომპიუტერში  მოძებნიან ი  და ა  ასო-ბგერებს,დააკვირდებიან  მათ  მოხაზულობას,  ამოიცნობენ  და გააფერადებენ  ი  და ა ასო-ბგერებს,  შეადგენენ  სიტყვებს: ია, აი.  წინადადებას- აი  ია.

                   -ია-  აი,ამ  სიტყვით  ვიწყებთ  ჩვენ  წერა-კითხვის  შესწავლას.ეს  ლამაზი, ნაზი, სურნელოვანი  ყვავილი გაგვიძღვება ანბანის  სამყაროში,ის  იქნება  ჩვენი  მეგზური.

                   ( გამზადებული  გვაქვს   ანბანის  მატარებელი)

                    ეს  არის ანბანის  მატარებელი, რომელიც მიემგზავრება  იმ  ქვეყანაში,

რომელსაც  ცოდნა ჰქვია.მატარებელს  ყველა  ფანჯარა  დაკეტილი  აქვს.  ჩვენ , მე და თქვენ, ამ მატარებლის გამცილებლები  ვართ.ჩვენ  ასო-ბგერებს  ადგილები  უნდა  მივუჩინოთ.აქ  ყველა  ასოს  თავისი  ადგილი  აქვს, უნდა  დავიმახსოვროთ, რომ ასოებს  ,,ეკრძალებათ“ მატარებელზე დაგვიანება,სხვისი  ადგილის  დაკავება. როცა  ყველა ფანჯარა  გაიღება, ანუ  ყოველი ასო  თავის  ადგილს დაიკავებს, თქვენ  უკვე  კითხვა  გეცოდინებათ.

                       ახლა  კი, მატარებლის  გამცილებლებო, ყველამ  ერთად  მივუჩინოთ  ასოებს  ადგილები....

 

 

 

 

 

 

როგორც მერცხლის კოხტა ბუდე

შვენის სახლებს აივნიანს,

ისე შვენის წიგნის ფურცელს

"აი ია", "აი ია".


საქართველოს უკვდავება

მოჩქეფს, განა დაილია,

დედასავით შევიყვარეთ

"აი ია", "აი ია".


მომავალი თაობები 

აივლიან, ჩაივლიან,

სულ იქნება ჩვენს მამულში

"აი ია", "აი ია".

 

 

 

 

 

 

 

 

 


Wednesday, September 14, 2022

I კლასის კურიკულუმი, ქართული ენა და ლიტერატურა

  სასწავლო წელი -  2022-2023

კათედრა -  დაწყებითების     კათედრა

საგანი -ქართული ენა და ლიტერატურა

კლასი-  პირველი

მასწავლებელი: ეკა კილასონია

 

წინასაანბანო



თვე

თემა

ტექსტი

 

კომპლექსური დავალება

 

 

სექტემბერი

 

 

 

 

 

 

 

ოქტომბერი

 

სასკოლო გარემო

 

 

 

,,სკოლისაკენ“

(ნესტან კუპრავას მოთხრობის მიხედვით)

 

 

 

წელიწადის  დროები

,,მთა“

(ნესტან კუპრავას მოთხრობის მიხედვით)

 

 

ცხოველთა  სამყარო

,,ზოოპარკში“

(ანბანისშემდგომი პერიოდის  ტექსტი)

 

პროფესიები

,,რას  ვაკეთებთ“

(ნესტან კუპრავას მოთხრობის მიხედვით)

 

 

 

 

დედამიწა ჩვენი  სახლია

,,დედამიწა, მზე და მთვარე“

 

ვასილ გულეურის ლექსი ,,სახლი“ (ანბანისშემდგომი პერიოდის  ტექსტი)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საანბანო

თვე

თემა,

ასო-ბგერები

 

ტექსტი

კომპლექსური დავალება

 

 

 

ოქტომბერი

 

 

 

 

 

ნოემბერი

 

 

 

 

 

დეკემბერი

 

 

 

 

 

იანვარ

 

 

 

 

თებერვალი

სახალისო ამბები

ი  და   ა

,,აი  ია’’ - ნესტან კუპრავას მოთხრობის მიხედვით

 

დამოკიდებულებები

თ,  ს,  ხ

,,თაგუნა  და  აისი“

ნესტან კუპრავას მოთხრობის მიხედვით

 

ურთიერთობები;

ო,  ე,  უ.

,,მოუსვენარი  ხმოვნები“- ნესტან კუპრავას მოთხრობის მიხედვით

ეპიზოდის  დახატვა

დახმარება

ძ,  მ,  შ

,,სხვისი  ძაღლი“- ნესტან კუპრავას მოთხრობის მიხედვით

 

ურთიერთობები;

კ,   ვ.

,,ვახვახა“ - ნესტან კუპრავას მოთხრობის მიხედვით

 

სახალისო ამბები; გ, ფ

,,ფერადი დილის ამბები’’ - ნესტან კუპრავას ზღაპრის მიხედვით.

 

შრომისმოყვარეობა;

ნ,  ზ,  რ

 

,,მეოცნებე  ნაძვი“- ნესტან კუპრავას მოთხრობის მიხედვით

 

მეგობრობა;

ჩ,  ბ.

 

,,ვაჩე  და  ჩინი“- ნესტან კუპრავას მოთხრობის მიხედვით

 

საახალწლო განწყობა

დ,  ღ,  ლ.

,,ლომიც  კი  არაა  ყველაზე  ძლიერი“ -  ნესტან კუპრავას მოთხრობის მიხედვით

 

თანადგომა;

ქ,  ყ

,,ქოთქოთას  ქოლგა“ ჯიპრაიდის საანბანო  ტექსტი

 

მხიარული ამბები

პ, ც, ტ

,,პეპელა  და  ფუტკარი“       ვასილ გულეურის  ლექსი

 

 

 

 

ანბანისშემდგომი

თვე

თემა

ტექსტი

კომპლექსური დავალება

მარტი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აპრილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

მაისი

ურთიერთობები

,,ლიზიკოს  წერილი“

 

 

 

ზრუნვა

,,ჩიტის ბუდე’’

 

კომიქსის შედგენა

სიჯიუტე

 

 

,,ჯიუტი თხები“

 

სიძუნწე

 

 

,,სიძუნწე“

 

მოხერხებულობა

 

 

,,მელია  და ბატები“

 

თანასწორობა

 

 

,,ლომის  იგავი“

 

Saturday, June 25, 2022

ცოტა რამ ჩემს შესახებ..


 

ბავშვთა დაცვის დღე



კომპლექსური დავალება

კომპლექსური დავალება
 საგანი - მუსიკა 
კლასი - IV 
თემატური ბლოკი - მუსიკა და ჩვენი ყოფა 
თემა - ჩემი ცხოვრების ერთი დღე
 საკითხი - მუსიკით თხრობა - ამბის მოყოლა
 სამიზნე ცნება - მუსიკა და მასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები.
 ქვეცნებები: რბილი, წკრიალა, ხავერდოვანი., ნაზი, სასიამოვნო -ტემბრი. თანაბარი, მშვიდი, მოძრავი, აღელვებული, ცოცხალი, საცეკვაო - რიტმი. სევდიანი, მღერადი, ნახტომისებური - მელოდია.კეთილხმოვანი ჟღერადობა .
 საკვანძო კითხვები: 
1.როგორ გადმოიცემა მუსიკის საშუალებით ცხოვრების ერთი დღე? 
2. როგორ გადმოვცე მუსიკის საშუალებით ცხოვრების ერთი დღე?
 3. დავალების პირობა - ყურადღებით დააკვირდით ნახატს და შემდეგ მოისმინეთ
 4 მუსიკალური ფრაგმენტი. ერთერთი შეურჩიეთ ნახატს, შექმენით მოთხრობა და წაიკითხეთ კლასის წინაშე მუსიკის ფონზე. მოსასმენი მასალა:
1. ნიკოლო პაგანინი - ,,ლა კამპანელა“ 
2. ვაჟა აზარაშვილი - ,,სენტიმანტალური ტანგო“ 
3. ლ.ვ. ბეთჰოვენი - ,,ზაზუნა’’
 4. ვაჟა აზარაშვილი -,, ნოქტურნი“
ნამუშევარში ხაზგასმით წარმოაჩინეთ: 
• რომელი მუსიკალური ფრაგმენტი შეურჩიეთ ნახატს? რატომ? 
• მუსიკის რომელი გამომსახველი ხერხები დაგეხმარათ ფრაგმენტის შერჩევაში? 
• რა განწყობას გიქმნით თქვენს მიერ შერჩეული მუსიკალური ფრაგმენტი? 

 შეფასების კრიტერიუმი 

         აღწერა

 

           ახსნა

       შეფასება

დეტალურად აღწერს თუ რატომ შეურჩის ესა თუ ის ფრაგმენტი.მკაფიოდ აყალიბებს რა განწყობას უქმნის მოსმენილი მუსიკალური ფრაგმენტები.

მკაფიოდ ხსნის თუ რომელი გამომსახველობითი ხერხებზე დაყრდნობით შეურჩია მუსიკალური ფრაგმენტი ნახატს.

აკეთებს დასკვნას მოცემული ნახატის შინაარსობრივ მხარეზე და მასთან დაკავშირებულ მახასიათებლებზე.

Sunday, June 19, 2022

 სსიპ ქ. თბიის 179 საჯარო სკოლა

მე-4 ე კლასის დამრიგებლის ეკა კილასონიას ანგარიში

 

    2021-2022 სასწავლო წლის დასაწყისში კლასში IV-ე კლასში სიით ირიცხებოდა 20 მოსწავლე, პირველ სემესტრში ჩაირიცხა 1 მოსწავლე. მეორე სემესტრში სიიდან ამოირიცხა სამი და ჩაირიცხა 1 მოსწავლე.  სასწავლო წლის ბოლოს კლასში ირიცხება 19 მოსწავლე.

   კლასის ძირითადი ნაწილი დაკომპლექტებულია ქართულენოვანი ბავშვებით.

    კლასი არის ძალიან მეგობრული, გვყავს ბევრი წარმატებული მოსწავლე.

    კკლასში არის ერთი სსსმ მოსწავლე. კლასში ირეიცხება ერთი  აფხაზეთიდან დევნილი ,  ოთხი სოციალურად დაუცველი.

    გაცდენების რაოდენობა პირველ სემესტრში  -426

  გაცდენების რაოდენობა მეორე სემესტრში -450

გაცდენების რაოდენობა წლის ბოლოს სულ არის - 876

     წლის განმავლობაში პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლებისას ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული საგაკვეთილო პროცესში თიმსის პლატფორმიდან. მონაწილეობდნენ სხვადასხვა აქტივობებში როგორც სკოლაში, აგრეთვე დისტანციურ რეჟიმში.

   განვახორციელეთ პროექტები დისტანციურად და კონტაქტურად: ,,დედამიწის დღე’’; ,,ბავშვთა დაცვის დღე’’; ,, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე’’; ,,ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს’’; ,, ხელნაწერების კონკურსი ,,შევქმენით ელექტრონული წიგნი -,,საზღპრეთი““ .მოსწავლეებმა იმუშავეს კომპლექსულ დავალებებზე ორაგულის დღიური,, მგელი და კრავი’’; ,,დაასრულე ზღაპარი...’’; ,,ჩემი ცხოვრების ერთი დღე’’; .განხორციელდა ექსკურსისა მარშუტი თბილისი-ვარიანი-უფლისციხე-თბილისი; გასცლითი გაკვეთილი ლეღვთახევის და ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე; სასწავლო წელი დავასრულეთ   გამოსაშვები  ღონისძიებით.

   მთელი წელის განმავლობაში აქტიურად ხდებოდა შეხვედრები მშობლებთან როგორც ონლაინ, ასევე სკოლაშიც.

კლასის დამრიგებელი:

ეკა კილასონია

2021 – 2022 სასწავლო წელი

Saturday, June 18, 2022

                     II ე კლასის დამრიგებლის ეკა კილასონიას

                                                  2019-2020 სასწავლო წლის

                                                               ანგარიში

    2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისში კლასში IIე კლასში სიით ირიცხებოდა 23 მოსწავლე, პირველ სემესტრში სიიდან ამოირიცხა 2 მოსწავლე  და ჩაირიცხა 1 მოსწავლე. სასწავლო წლის ბოლოს კლასში ირიცხება 22 მოსწავლე.

     კლასში არის ერთი სსსმ მოსწავლე.  ოთხი მოსწავლე სარგებლობს სოციალურად დაუცველის სტატუსით. ერთი მოსწავლე არის იძულებით გადაადგილებული ოჯახიდან. მოსწავლეები ერთმანეთის მიმართ მეგობრულები არიან, ასევე სწავლაზე ორიენტირებულები.

     პირველი სემესტრის განმავლობაში კლასში განვახორციელეთ სხვადასხვა  სასწავლო პროექტი, ,,დინოზავრები“, ,,გარეული ცხოველები“, ,, მწერები’’, მოვაწყვეთ  კლასგარეშე-გასვლითი  ღონისძიება ცენტრში ,,კოდალა“, ვიმუშავეთ დიდი წიგნის შექმნაზე სახელწოდებით - ,,ფლო’’, ერთობლივად  დავესწარით  ლიტერატურულ თეატრში რამდენიმე სპექტაკლს.

საახალწლოდ გავმართეთ პატარა ღონისძიება. საკუთარი ხელით დავამზადეთ საახალწლო მოსართავები.

     სასწავლო პროცესში  ვიყენებდი სხვადასხვა  სახალისო აქტივობას: ,,ცხელი სკამი“, ,,ინტერვიუ“, სატელევიზიო გადაცემა - ,,საინტერესო ამბები’’, როლური თამაშით გადმოსცემდნენ პერსონაჟების ხასიათებს, საკუთარი ინტერპრეტაციით აგრძელებდნენ ამბავს, ქმნიდნენ კომიქსებს და სხვა.

    დისტანციური სწავლების პროცესმა საკლასო ოთახებიდან ონლაინ გადმოინაცვლა. უმოკლეს დროში შევძელით სოციალური ქსელისა და თიმსის საშუალებით  გაგვეგრძელებინა სწავლის პროცესი. გაიზარდა მშობელთა ჩართულობა და სწავლების პროცესიც შეუფერხებლად გაგრძელდა. სახალისო დავალებებითა და სასწავლო პროექტებით ვცდილობდი დაგროვილი ცოდნის გახსენებასა და ახალი ცოდნის გადაცემას. შევქმენი  სხვადასხვა    პრეზენტაცია და ვიდეორესურსი, სწავლის პროცესი ერთფეროვანი და მოსაწყენი რომ არ ყოფილიყო, ასევე ვიყენებდი ინტერნეტრესურსებს. ონლაინ აღვნიშნეთ დედაენის დღე, დედამიწის დღე, 26 მაისი, 1 ივნისი. ეცნობოდნენ კლასგარეშე ლიტერატურას.

 საინტერესო სასწავლო პროექტი იყო დისტანციური სწავლების დროს: ,,გარეული ფრინველები“, ,,ვულკანი’’ ,,დავეხმაროთ დედამიწას“, ,,ჩემი სამშობლო საქართველო“, ,,ჩემი სოფელი“, ,,კოლაჟი’’, ,,ზოპარკი’’ასევე გავაკეთეთ ვიდეოკოლაჟი პანდემიის პერიოდში შექმნილი ნამუშევრების გამოყენებით. შექმნეს კომიქსები ,,რწილი და ჭიანჭველა’’. კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით, ვიმოგზაურეთ იაკობ გოგებაშვილის სახლმუზეუმში.

            ბევრი გეგმა , რომელიც ჩემს კლასს უნდა განეხორციელებინა სასწავლო წლის მანძილზე ,  პანდემიის გამო შეიცვალა. მიუხედავად ამისა, საწავლო წელმა საინტერესოდ ჩაიარა და გვაზიარა ბევრ სიახლეს, რომელიც უკავშირდება ტექნოლოგიების გამოყენებას სასწავლო პროცესში.

 

 

 

                                                             IIე კლასის დამრიგებელი ე. კილასონია

                                                               23.06.2020

 

 სსიპ ქ. თბიის 179 საჯარო სკოლა

მე-3 ე კლასის დამრიგებლის ეკა კილასონიას წლიური ანგარიში

   2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისში კლასში ირიცხებოდა 21 მოსწავლე, მათ შორის გოგო -8 ვაჟი-12.

    1 მოსწავლე, პირველ სემესტრში გადავიდა სხვა სკოლაში.

    წლის ბოლოს კლასში ირიცხება 20 მოსწავლე.

    კლასის ძირითადი ნაწილი დაკომპლექტებულია ქართულენოვანი ბავშვებით. 1 - რუსულენოვანი.

    კლასი არის ძალიან მეგობრული, გვყავს ბევრი წარმატებული მოსწავლე.

    კლასში არის 1 აფხაზეთიდან დევნილი ოჯახიდან,  3 სოციალურად დაუცველი.

    გაცდენების რაოდენობა წლის ბოლოს სულ არის - 794.

     წლის განმავლობაში პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლებისას ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული საგაკვეთილო პროცესში თიმსის პლატფორმიდან. მონაწილეობდნენ სხვადასხვა აქტივობებში როგორც სკოლაში, აგრეთვე დისტანციურ რეჟიმში.

   განვახორციელეთ პროექტები დისტანციურად და კონტაქტურად: ,,დედამიწის დღე’’; ,,ო, ენავ ჩემო’’; ,,ბავშვთა დაცვის დღე’’; ,, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე’’. შევქმენით ელექტრონული წიგნი -,,ზღვის ერთი წვეთის მოგზაურობა’’. სისტემატიურად ვაწყობდით ნამუშევრების გამოფენას. სასწავლო წელი დავასრულეთ ღონისძიებით, რომელიც ჩატარდა რეგულაციის წესების დაცვით.

   ჩავატარე 3 საჩვენებელი გაკვეთილი მათემატიკაში, ქართულ ენასა და ბუნებისმეტყველებაში.

   მთელი წელის განმავლობაში აქტიურად ხდებოდა შეხვედრები მშობლებთან როგორც ონლაინ, ასევე სკოლაშიც.

კლასის დამრიგებელი:

ეკა კილასონია

2020 – 2021 სასწავლო წელი

 

ანბანის გაცილება