Saturday, June 18, 2022

                     II ე კლასის დამრიგებლის ეკა კილასონიას

                                                  2019-2020 სასწავლო წლის

                                                               ანგარიში

    2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისში კლასში IIე კლასში სიით ირიცხებოდა 23 მოსწავლე, პირველ სემესტრში სიიდან ამოირიცხა 2 მოსწავლე  და ჩაირიცხა 1 მოსწავლე. სასწავლო წლის ბოლოს კლასში ირიცხება 22 მოსწავლე.

     კლასში არის ერთი სსსმ მოსწავლე.  ოთხი მოსწავლე სარგებლობს სოციალურად დაუცველის სტატუსით. ერთი მოსწავლე არის იძულებით გადაადგილებული ოჯახიდან. მოსწავლეები ერთმანეთის მიმართ მეგობრულები არიან, ასევე სწავლაზე ორიენტირებულები.

     პირველი სემესტრის განმავლობაში კლასში განვახორციელეთ სხვადასხვა  სასწავლო პროექტი, ,,დინოზავრები“, ,,გარეული ცხოველები“, ,, მწერები’’, მოვაწყვეთ  კლასგარეშე-გასვლითი  ღონისძიება ცენტრში ,,კოდალა“, ვიმუშავეთ დიდი წიგნის შექმნაზე სახელწოდებით - ,,ფლო’’, ერთობლივად  დავესწარით  ლიტერატურულ თეატრში რამდენიმე სპექტაკლს.

საახალწლოდ გავმართეთ პატარა ღონისძიება. საკუთარი ხელით დავამზადეთ საახალწლო მოსართავები.

     სასწავლო პროცესში  ვიყენებდი სხვადასხვა  სახალისო აქტივობას: ,,ცხელი სკამი“, ,,ინტერვიუ“, სატელევიზიო გადაცემა - ,,საინტერესო ამბები’’, როლური თამაშით გადმოსცემდნენ პერსონაჟების ხასიათებს, საკუთარი ინტერპრეტაციით აგრძელებდნენ ამბავს, ქმნიდნენ კომიქსებს და სხვა.

    დისტანციური სწავლების პროცესმა საკლასო ოთახებიდან ონლაინ გადმოინაცვლა. უმოკლეს დროში შევძელით სოციალური ქსელისა და თიმსის საშუალებით  გაგვეგრძელებინა სწავლის პროცესი. გაიზარდა მშობელთა ჩართულობა და სწავლების პროცესიც შეუფერხებლად გაგრძელდა. სახალისო დავალებებითა და სასწავლო პროექტებით ვცდილობდი დაგროვილი ცოდნის გახსენებასა და ახალი ცოდნის გადაცემას. შევქმენი  სხვადასხვა    პრეზენტაცია და ვიდეორესურსი, სწავლის პროცესი ერთფეროვანი და მოსაწყენი რომ არ ყოფილიყო, ასევე ვიყენებდი ინტერნეტრესურსებს. ონლაინ აღვნიშნეთ დედაენის დღე, დედამიწის დღე, 26 მაისი, 1 ივნისი. ეცნობოდნენ კლასგარეშე ლიტერატურას.

 საინტერესო სასწავლო პროექტი იყო დისტანციური სწავლების დროს: ,,გარეული ფრინველები“, ,,ვულკანი’’ ,,დავეხმაროთ დედამიწას“, ,,ჩემი სამშობლო საქართველო“, ,,ჩემი სოფელი“, ,,კოლაჟი’’, ,,ზოპარკი’’ასევე გავაკეთეთ ვიდეოკოლაჟი პანდემიის პერიოდში შექმნილი ნამუშევრების გამოყენებით. შექმნეს კომიქსები ,,რწილი და ჭიანჭველა’’. კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით, ვიმოგზაურეთ იაკობ გოგებაშვილის სახლმუზეუმში.

            ბევრი გეგმა , რომელიც ჩემს კლასს უნდა განეხორციელებინა სასწავლო წლის მანძილზე ,  პანდემიის გამო შეიცვალა. მიუხედავად ამისა, საწავლო წელმა საინტერესოდ ჩაიარა და გვაზიარა ბევრ სიახლეს, რომელიც უკავშირდება ტექნოლოგიების გამოყენებას სასწავლო პროცესში.

 

 

 

                                                             IIე კლასის დამრიგებელი ე. კილასონია

                                                               23.06.2020

 

No comments:

Post a Comment

ანბანის გაცილება