საგანი - მუსიკა
კლასი - IV
თემატური ბლოკი - მუსიკა და ჩვენი ყოფა
თემა - ჩემი ცხოვრების ერთი დღე
საკითხი - მუსიკით თხრობა - ამბის მოყოლა
სამიზნე ცნება - მუსიკა და მასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები.
ქვეცნებები: რბილი, წკრიალა, ხავერდოვანი., ნაზი, სასიამოვნო -ტემბრი. თანაბარი, მშვიდი, მოძრავი, აღელვებული, ცოცხალი, საცეკვაო - რიტმი. სევდიანი, მღერადი, ნახტომისებური - მელოდია.კეთილხმოვანი ჟღერადობა .
საკვანძო კითხვები:
1.როგორ გადმოიცემა მუსიკის საშუალებით ცხოვრების ერთი დღე?
2. როგორ გადმოვცე მუსიკის საშუალებით ცხოვრების ერთი დღე?
3. დავალების პირობა - ყურადღებით დააკვირდით ნახატს და შემდეგ მოისმინეთ
4 მუსიკალური ფრაგმენტი. ერთერთი შეურჩიეთ ნახატს, შექმენით მოთხრობა და წაიკითხეთ კლასის წინაშე მუსიკის ფონზე.
მოსასმენი მასალა:
1. ნიკოლო პაგანინი - ,,ლა კამპანელა“
2. ვაჟა აზარაშვილი - ,,სენტიმანტალური ტანგო“
3. ლ.ვ. ბეთჰოვენი - ,,ზაზუნა’’
4. ვაჟა აზარაშვილი -,, ნოქტურნი“
• რომელი მუსიკალური ფრაგმენტი შეურჩიეთ ნახატს? რატომ?
• მუსიკის რომელი გამომსახველი ხერხები დაგეხმარათ ფრაგმენტის შერჩევაში?
• რა განწყობას გიქმნით თქვენს მიერ შერჩეული მუსიკალური ფრაგმენტი?
შეფასების კრიტერიუმი
|
აღწერა
|
ახსნა |
შეფასება |
|
დეტალურად აღწერს თუ რატომ შეურჩის ესა
თუ ის ფრაგმენტი.მკაფიოდ აყალიბებს რა განწყობას უქმნის მოსმენილი მუსიკალური
ფრაგმენტები. |
მკაფიოდ ხსნის თუ რომელი
გამომსახველობითი ხერხებზე დაყრდნობით შეურჩია მუსიკალური ფრაგმენტი ნახატს. |
აკეთებს დასკვნას მოცემული ნახატის
შინაარსობრივ მხარეზე და მასთან დაკავშირებულ მახასიათებლებზე. |

No comments:
Post a Comment